ქუთაისში მომხდარ აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია
ქუთაისში მომხდარი ძლიერი აფეთქებაში სავრაუდო ბრალდებული ირაკლი კანკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
"მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, უმძიმესი დამწვრობითი შოკია. არის მართვით სუნთქვაზე. ბავშვის მდგომარეობა მძიმედ რჩება, თუმცა არის სპონტანურ სუნთქვაზე და პროგნოზი კეთილსაიმედოა" - აღნიშნა ექიმმა.
ძლიერი აფეთქების შედეგად გუშინ დაშავდა 7 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. შედარებით მძიმეა ერთ-ერთი მოზარდის, 10 წლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.
კომენტარი