სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველა შვილმოკლულ მშობელს ვეხვეწები, დამიდექით გვერდით... თავს შევაკლავ ჩემი შვილის ღირსებას, გადაწყვიტა სისტემამ დამეჯახოს. ამ სისტემას ან დავანგრევ ან მომკლან "

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თვილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა ორ არასრულწლოვანს - ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ერთი ბრალდებული დამნაშავედ სცნო, ხოლო მეორე დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში გაამართლა, მეორე ბრალდებული გამართლდა დადუნაშვილის ეპიზოდში და დამნაშავედ სცნო სარალიძის ეპიზოდში, თუმცა, მუხლის გადაკვალიფიცირების შედეგად მას განაჩენი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოუტანეს.

ზაზა სარალიძე ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან იმყოფება და განაჩენს აპროტესტებს:

"ჩემი შვილის ღირსება შეილახა, თავს შევაკლავ ჩემი შვილის ღირსებას. სად არის გახარია, ორი თვის წინ რომ ვეხეწებოდი, შემხვდი და მომისმინე-თქო. სისტემამ გადაწყვიტა დამეჯახოს - ამ სისტემას ან დავანგრევ, ან მომკლან, ჩემი შვილის ღირსების შელახვის უფლებას არავის არ მივცემ. შოთაძე კი არა ვინც არ უნდა იყოს" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100