სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუკა ფეიქრიშვილი: „ტაქსით ვმოძრაობდი, რა დროსაც წამომეწია ბეემვეს ტიპის ავტომობილი და მძღოლმა იარაღი მომიშვირა“

პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი დრონი.ჯი-ს დაუკავშირდა და ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო:

„ტაქსით ვმოძრაობდი ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეგობართან შესახვედრად მივდიოდი. ამ დროს წამოგვეწია ვერცხლისფერი ბეემვე E 46. მძღოლი იყო 40 წლამდე კაცი და გვერდით ეჯდა დაახლოებით იმავე ასაკის ქალბატონი. ჩემი ტაქსის მძღოლს მისცა შენიშნვა - ბიჭო, რანაირად დადიხარო. ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება და გზა განვაგრძეთ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ კიდევ წამოგვეწია, იარაღი ამოიღო, მომიშვირა და გააჩერეო დაგვიძახა. ამის დანახვაზე ჩემი მძღოლი ინსტიქტურად მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რომ აერიდებინა მისთვის თავი და შევარდა პოლიციის შენობასთან, ბეემვეს მძღოლი კი წავიდა სხვა მიმართულებით. მოვარდა კრიმინალური პოლიცია, გამომკითხა ყველაფერი და დამიბარა დაკითხვაზე ტელევიზიასთან მდებარე პოლიციის შენობაში. ვფიქრობ, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც კონკრეტულად ჩემზე ხორციელდებოდა, ბეემვეს მძღოლმა სავარაუდოდ იცოდა სად გადავადგილდებოდი და ამედევნა. მგონია, რომ ჩემი შეშინება უნდოდათ და მოაწყვეს ასეთი დრამა“.

პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და ღიად უცხადებს მათ გვერდში დგომას, აქტიურადაა ჩართული ენმ-ს აქტივობებში და სოციალურ ქსელში თამამი განცხადებებით გამოირჩევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100