„წლის ქალბატონის“ VOGUE–სეული ვერსია
სანამ ამერიკული VOGUE კეიტ მოსს ევლება თავს, მანამდე იტალიურმა VOGUE–მა „წლის ქალბატონად“ მომღერალი რიანა დაასახელა. სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო, მომღერალს სექტემბრის ნომერში საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო.
რედაქციამ წითელთმიანი ქალბატონი ძლიერი და მტკიცე ხასიათის გამო არჩია. ჩატარდა ფოტოსესია, პოპულარული ჟურნალის სექტემბრის ნომერში კი წარმოდგენილ სურათებთან ერთად მოთხრობილი იქნება მომღერლის ცხოვრების შესახებ. საკმაოდ დიდი ყურადღება მის სასიყვარულო ურთიერთობებსა და კარიერის შენების გზებს დაეთმობა.
კომენტარი