სირიაში შეტაკებები გრძელდება
სირიაში შეტაკებები გრძელდება. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით სირიის ხელისუფლების უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შეტაკება აღმოსავლეთ სირიის ქალაქ დეირ ელ-ზურში მოხდა, რომელიც ერაყის საზღვართან ახლოს მდებარეობს. გუშინ უშიშროების ძალებმა რეიდი განახორციელეს ჯაბალ-ელ ზავიაში, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. თვის დასაწყისში სირიის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჯაბალ-ელ ზავიაში სამი ადამიანი მოკლეს საპროტესტო დემონსტრაციის დროს. ჯაბალ-ელ ზავია თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ამავდროულად, არაბული ქვეყნების ლიგის ხელმძღვანელმა სირიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები დაიწყო. წინა დღეს კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სირიის ლიდერმა ბაშარ ალ -ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა.
კომენტარი