სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი ტაიმის შემდეგ უკრაინა +17 იგებს

აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ბელგიის ნაკრებმა უკრაინასთან შეხვედრის პირველ მეოთხედში, როგორც იტყვიან, კუდი მოიქნია და ომახიანად შეუტია. იყო მომენტი, როცა იგი თერთმეტქულიანი სხვაობითაც კი იგებდა, მაგრამ უკრაინელებმა მალევე იპოვეს თავიანთი თამაში, მობილიზება შეძლეს და პირველი ტაიმის შემდეგ ჩვიდმეტქულიანი სხვაობით 43:26 იგებენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-ბელგიის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, გავა თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე. ნებისმიერი ანგარიშით უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ხვდება ევროპის უძლიერეს 12 გუნდს შორის, რადგანაც ასეთ სიტუაციაში სამ გუნდს - საქართველოს, ბულგარეთს და უკრაინას უგროვდებათ 7-7 ქულა და ამ სამეულს ერთმანეთთან ურთიერთშეხვედრებში თითო გამარჯვება აქვთ, ამის შემდეგ კი დაითვლება ბურთების შეფარდება, სადაც იგორ კოკოშკოვის გუნდს უშუალო კონკურენტებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს და შემდეგ ეტაპზეც ამის გამო გავა. უკრაინის დამარცხების შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე გადის ბულგარეთი, რადგანაც საქართველოსთან ქულათა 7-7 თანაბარი რაოდენობის შემდეგ, პირველი მაჩვენებელი ურთიერთშეხვედრებია, სადაც ბულგარეთმა მოგვიგო და უპირატესობაც აქვს. ასე რომ, ბელგიის გამარჯვება დღევანდელ შეხვედრაში უკრაინასთან, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ეტაპის დასრულებასთან ერთად ეთიშება ასპარეზობას.

p.s. - გამოქვეყნების დროისთვის ანგარიშია 47:29 უკრაინის ნაკრების სასარგებლოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100