სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩოჩელი აშენებდა და ასაქმებდა, ესენი აფუჭებენ“

ეს ფოტო-ილუსტრაცია კარგად ასახავს იმ განსხვავებას, რომელიც მცხეთის დღევანდელ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცეზარ ჩოჩელის დროინდელ მენეჯმენტს შორისაა.

პირველ ფოტოზე მცხეთაში მოწყობილი ე.წ. სკვერია, რომელშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 230 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

შედარებისათვის: ცეზარ ჩოჩელის გუბერნატორობის დროს, მცხეთის ცენტრალურ უბანში, 6 ულამაზესი სახლის სრული რეაბილიტაცია-გალამაზება მხოლოდ 242 ათასი ლარი დაჯდა (იხილეთ ფოტო).

2008-2012 წლებში, ცეზარ ჩოჩელის ინიციატივით, მცხეთისა და მცხეთის რაიონის რეაბილიტაციის გეგმა შეიქმნა.

ქალაქის ნაწილის განახლება მოესწრო, თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დააპაუზა, რითაც ფაქტობრივად, ასეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე თქვა უარი.

საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების, ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობის, წვრილი და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, ხელოსანთა უბნის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ნაცვლად, მცხეთის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება ასეთ სკვერებზე ხარჯავს ასეულობით ათას ლარს, ჩვენი და თქვენი ბიუჯეტიდან...

„ჩოჩელი აშენებდა და ასაქმებდა, ესენი (იგულისხმება ადგილობრივი ხელისუფლება) ან აფუჭებენ ან ბიუჯეტს ფლანგავენ“, - გვითხრა სვეტიცხოვლის მიმდებარედ მცხოვრებმა ხანდაზმულმა ქალბატონმა, ფოტო-ილუსტრაციების შეფასებისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100