ეს, ის მამა და 3 შვილია, რომლებიც გუშინ მანქანით მდინარეში გადავარდნენ და გარდაიცვალნენ
ეს ის მამა და 3 შვილია, რომლებიც გუშინ მანქანით მდინარეში გადავარდნენ და დაიღუპნენ, დედა უმძიმეს მდგომარეოაბში იყო და გუშინ საღამოს ისიც გარდაიცვალა.
ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე.
გარდაცვლილები არიან – 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი – ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ხოლო ბანძელაძის მეუღლე, 30 წლამდე ასაკის ქალი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარი