სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირმა ინაშვილი: დღეს მინდა, ვნახო არა ის კინო, რომელიც ვნახე წინა არჩევნებისას, არამედ ვნახო ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, სადისტებს

"პატრიოტთა ალიანსისთბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა ხმა ვაკის #49 საარჩევნო უბანზე მისცა და საარჩევნო პროცესი შეაფასა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი არაერთხელ გამოიყენა. კონკრეტულ ფაქტებზე “პატრიოტთა ალიანსმა” უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ინაშვილი მას “მკვდარ კომისიას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, კომისიის ფუნქციები შეიცვალოს.

“დღევანდელ დღეს რაც შეეხება, პროცესი ჯერ მიდის, საერთოდ არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ასეთ დროს და არ იწყება უბნებზე, სულ სხვაგან ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. დღეს მინდა, ვნახო არა ის კინო, რომელიც ვნახე წინა არჩევნებისას, არამედ ვნახო ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, სადისტებს. ხმას აძლევს ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს, გულშემატკივრებს, საქართველოს პროგრესსა და განვითარებას”,-განაცხადა ინაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

მისი თქმით, პირადად ხმა მისცა ქართული ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, კულტურის, ისტორიის დაცვას და რწმენის შენარჩუნებას.

“ასევე, ხმა მივეცი იმას, რომ საქართველოში ტარდებოდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და არ რჩებოდეს შეკითხვები არჩევნების შემდეგ”,-ამბობს “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100