ილია მეორე: „თქვენი ლოცვების იმედით მივდივარ...“
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე 21 იანვარს გეგმიური გამოკვლევების ჩასატარებლად გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრა. შეთავაზება საპატრიარქომ იმ კლინიკიდან მიიღო, სადაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ცოტა ხნის წინ გარკვეული ქირურგიული მანიპულაცია ჩაუტარდა.
გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა ჩაატარა, ბოლოს კი მრევლი დააუწყა, რომ ორი კვირით ბერლინში მიემგზავრება და ლოცვების გაძლიერება სთხოვა:
"მივემგზავრები გერმანიაში, ბერლინში. იქ უნდა გამსინჯონ ექიმებმა. თქვენი ლოცვების იმედით მივდივარ. ილოცეთ ჩემთვის. ჯვარი გეწეროთ", – ამ სიტყვებით დალოცა გამგზავრების წინ მრევლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა.
კომენტარი