უკრაინელებმა მესამე რუსულ სამხედრო აეროდრომზეც მიიტანეს იერიში - როგორ ააფეთქა Ту-მ Ту?
6 დეკემბრის გამთენიისას რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომ ხალინოზე, რომელიც ქალაქ კურსკის აეროპორტის ფუნქციასაც ასრულებს, განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად აფეთქდა და ცეცხლი წაეკიდა საწვავის რეზერვუარს, ცეცხლის ალი იმ სიძლიერის იყო, რომ კურსკის თითქმის ყველა მაცხოვრებლის სახლის ფანჯრები გაანათა... ეს იყო ბოლო ორ დღეში რიგით მესამე თავდასხმა რუსეთის იმ სამხედრო აეროდრომებზე, საიდან აფრენილი მრავალფუნქციური გამანადგურებლები და სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიც ფრთოსან რაკეტებს უშვებენ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. მანამდე, 5 დეკემბრის დილას, ორი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა რიაზანის ოლქის დიაგილევოსა და სარატოვის ოლქის "ენგელსი-2“-ის სამხედრო აეროდრომებზე. ამ, ორივე სტრატეგიული მნიშვნელობის რუსულ სამხედრო აეროდრომზე საჰაერო თავდასხმის მეორე დღესვე ინტერნეტში გამოჩნდა ფოტომასალა (რაც რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სერიოზული მინუსია, რადგან აეროდრომზე მყოფ სამხედროებს ფოტოების გადაღებისა და მათი სოციალური ქსელებით გავრცელების საშუალება მისცა), რომელზეც კარგად მოჩანს რიაზანის ოლქის დიაგილევოს აეროდრომზე მდგომი დაზიანებული Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი (სწორედ ერთი ასეთი ჩამოვუგდეთ აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ქართულ ცაში) და სააეროდრომო მომსახურების "ზილი“. განაგრძეთ კითხვა
კომენტარი