სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს 16-მა მოქალაქემ რამდენიმე წუთის წინ ავღანეთი მშვიდობიანად დატოვა

საქართველოს 16-მა მოქალაქემ რამდენიმე წუთის წინ ავღანეთი მშვიდობიანად დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ დღის პირველ ნახევარში, უსაფრთხოდ გადაინაცვლეს ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან, ქაბულის აეროპორტამდე და ავღანეთიდან უკვე გამოფრინდნენ.

ამ ოპერაციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამერიკულ, კანადურ და ბრიტანულ კერძო სამხედრო კომპანიებში დასაქმებულმა ქართველებმა დახმარება 16 აგვისტოს ითხოვეს, როცა ქაბული “თალიბებმა” დაიკავეს.

სულ ქაბულში 24 საქართველოს მოქალაქე იყო. ექვსმა ქართველმა ქაბული, 18 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით დატოვა, ორმა კი 19 აგვისტოს, გერმანელთა დახმარებით. ამ დროისთვის, ავღანეთში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან.

ფოტოს და ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100