„მძიმე სანახავი იყო, დაშავებულები გზაზე შველას ითხოვდნენ“ – მახინჯაურში ავარიას ბებია, რძალი და 12 წლის შვილიშვილი ემსხვერპლა
მახინჯაურში გუშინ ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სამი ადამიანი მახინჯაურში მცხოვრები შარაშიძეები არიან.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, გვიან ღამით ისინი ბაბუას აცილებდნენ. მათ მსუბუქი ავტომანქანა დაეხაჯა.
გარდაცვლილია ბებია, რძალი და 12 წლის შვილიშვილი. დაშავდა სამი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მე ჩაქვის მიმართულებით ვმოძრაობდი და შევნიშნე საშინელი ავარია, ეს იყო მძიმე სანახავი. დაშავებული ადამიანები ზედ გზაზე იყვნენ და შველას ითხოვდნენ, ორი დაშავებული გადავიყვანე ჩემი მანქანით. ისინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. როგორც ადგილზე გავიგე, დაშავებულები ადგილობრივები იყვნენ, რომლებიც ახლობელს აცილებდნენ და ელოდებოდნენ ტრანსპორტს. ადგილზევე მოვისმინე, რომ მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილი ტაქსის ემბლემით იყო როდესაც დაეჯახა”,- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გუშინ მოხდა.
კომენტარი