სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟაკ შირაკი აფრიკიდან არალეგალურ მილიონებს იღებდა?

ფრანგმა ადვოკატმა, რობერტ ბოურგმა დღეს „ევროპა1“ ეთერში სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაკ შირაკმა და ექს–პრემიერმა დომინიკ ვილეპინმა დასავლეთ აფრიკიდან სხვადასხვა მიზნებისთვის არალეგალური თანხა მიიღეს, რომლის რაოდენობა, საერთო ჯამში, 10 მილიონ დოლარს აღემატებოდა. მისი თქმით, 1995–დან 2005 წლამდე რამდენჯერმე თვითონ გადასცა როგორც ერთ, ასევე მეორე პერსონას ფულით სავსე ჩანთები და სწორედ იმ ჩანთებში იყო დასავლეთ აფრიკის ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ გამოგზავნილი ფული, საერთო ჯამში, 10 მილიონი დოლარი. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს თანხა ჟაკ შირაკის ხელმეორედ არჩევის დროს, 2002 წელს დაიხარჯა.

რობერტ ბოურგის განცხადებამ შოკში ჩააგდო თითქმის მთელი საფრანგეთი, სადაც ამ თემაზე ახალი სკანდალი მწიფდება, იმის მიუხედავად, რომ შირაკისა და ვილიპენის ადვოკატებმა ბოურგის ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100