სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეგეტა მოტორსმა Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე განვითარების სტრატეგია წარადგინა

თბილისში 12 სექტემბერს Fitch Ratings-ის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანია „თეგეტა მოტორსი“ მიწვევული იქნა პანელურ დისკუსიაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ Fitch Ratings -ის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი, საბროკერო კომპანიები, საქართველოს ეროვნული ბანკის და კორპორატიული სექტორის წარმომადგენლები.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი B-ით შეფასდა, პროგნოზითსტაბილური“. რეიტინგის მინიჭებისას Fitch-მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა არის გამჭვირვალე და დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდეს კომპანიის პოტენციალსა და სტაბილურობაში. Fitch Ratings არის 100 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილების და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურ სფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს, ამ პერიოდის განმავლობაში პატარა მაღაზია გადაიქცა რეგიონში დარგის ლიდერად, გვაქვს 25 ფილიალი და მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპული სტანდარტის პროდუქტებსა და სერვისს, ჩვენ ასევე წარმატებით შევედით აზერბაიჯანის ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ 3 ფილიალით. ასევე დავნერგეთ კორპორატიული მართვა კომპანიაში რაშიც საერთაშორისო საფინანსო კომპანია გვეხმარებოდა. კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მისაღწევად მნიშვნელოვანიათეგეტა მოტორსი“ შევიდეს კაპიტალის ბაზარზე და მოიზიდოს ინვესტიციები კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია 3-5 წლიან პერსპექტივაში კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსოს აქციები, მანამდე კი ვფიქრობთ ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ობლიგაციები, ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა საავტომობილო სფეროში კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.“ - განაცხადა შეხვედრაზე თეგეტა მოტორსის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაჭარავამ.

თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტასფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100