სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შპს „აუთდორ.ჯი’’ კვირის პალიტრას არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

შპს „აუთდორ.ჯი’’ კვირის პალიტრაში გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს, გამოცემას არაკომპეტენტურობასა და არაინფორმირებულობაში სდებს ბრალს და რედაქტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საუბარია 30 სექტემბერს გამოქვეტნებულ სტატიაზე „15 მილიონი თაღლითებისთვის? ანუ მონოპოლიაიაფად!“

(სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე http://www.kvirispalitra.ge/justice/18885-15-milioni-thaghlithebisthvis-anu-monopolia-iafad.html) droni.ge შპს „აუთდორ.ჯი’’-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ვეხმიანებით გაზეთ ,,კვირის პალიტრაში’’ 2013 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას („15 მილიონი თაღლითებისთვის? ანუ მონოპოლიაიაფად!“ -ავტორი: ემატუხიაშვილი), რომელშიც საკმაოდსერიოზული ბრალდებებია წამოყენებული _ საუბარია გარე სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციაზე, ასევე, ბიუჯეტისთვის მიყენებულ 15-მილიონიან ზარალზე. აუცილებელია, ვისაუბროთ იმ პირების არაკომპეტენტურობასა და არაინფორმირებულობაზე, რომლებიც ბეჭდურმედიაში ინფორმაციას ავრცელებენ ყოველგვარი შემოწმებისა და დასტურის გარეშე, ვარაუდზე დაყრდნობით. აღნიშნულზე საუბრის უფლებას გვაძლევს ის უტყუარი ფაქტები და ციფრები, რომლებიც ქვემოთ არის განხილული.

გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გადასახადი გარე რეკლამისთვის შეადგენს 18 ლარს ყოველ კვადრატულ მეტრზე, თუმცა, უკეთ თუ დავაკვირდებით, სტატიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ასევე, მოხსენიებულია „საანგარიშგებო პერიოდი“, რომელიც 2009 წლის 24 თებერვალს ქ. თბილისის მთავრობის მიერგამოცემული #05.10.119 დადგენილების მე-9 პუნქტშია განმარტებული:

„ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მესამე თვის მომდევნო 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ნებართვის მფლობელის მიერ პირველი სარეკლამო საშუალების/საშუალებების განთავსების დღიდან“.

შესაბამისად, დგინდება, რომ ყოველთვიურად გადასახადი შეადგენს 6 ლარს კვადრატულ მეტრზე. თუმცა, რატომღაც, სტატიაში „საანგარიშგებო პერიოდზე“ არაფერია ნათქვამი.

ასევე, გვინდა, შევეხოთ „კვირის პალიტრის“ მიერ მოპოვებულ „სკანდალურ“ დოკუმენტებს: აღნიშნული დოკუმენტები საჯაროა და მათი მოპოვება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს როგორც ქ. თბილისის მერიაში, ისე შპს „აუთდორ.ჯი-ში.’’თუმცა, ორი დოკუმენტის გაერთიანება და მათი ერთ დოკუმენტად წარმოჩენა სულ მცირე, ტყუილის ტოლფასია. მეტი თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ ქ. თბილისის მთავრობის მიერ 2009 წლის 24 თებერვალს გამოცემული #05.10.119 თანდართული დადგენილება და ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი სააუქციონო კომისიის 2009 წლის 3 აპრილის ოქმი #1.

ასეთი სახის სტატიები ცილისმწამებლურია და აზარალებს კომპანიის იმიჯს. მოვითხოვთ, გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდეს საჯარო ბოდიში გაზეთის რედაქტორის ან/და სტატიის ავტორის სახელით.

აღნიშნული თემის ფარგლებში, კომპანია მზად არის უპასუხოს ნებისმიერ წარმოშობილ კითხვას.“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებასთან ერთად აუთდორ.ჯი-ს წარმომადგენელმა droni.ge-ს რედაქციას ზემოაღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გადმოუგზავნა. სამწუხაროდ ჩვენს საიტს მსგავსი ფაილების ატვირთვის ფუნქცია არ გააჩნია, თუმცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დამადასტურებელი საბუთები კომპანიისგან გამოითხოვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100