სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩხერის საავადმყოფოს ექიმს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

საჩხერის საავადმყოფოს ექიმს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.

19 წლის ნათია მუჯირი-მოდებაძე დიდი ნაყოფის გამო საკეისრო კვეთის გაკეთებას ითხოვდა, თუმცა ადგილობრივმა ექიმმა მისი ბუნებრივად მშობიარობა გადაწყვიტა.

მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვილი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ოჯახი საჩხერის საავადმყოფოს ექიმის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს.

ამჟამად დაღუპული ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100