ბიძინა ივანიშვილი: „მე დავიღალე, თქვენ გააგრძელეთ...“ (ვიდეო)
მიტინგებზე გამოსვლას მიუჩვეველი მილიარდერი პირველივე მიტინგზე დაიღალა, თუმცა, მაშინ მისი სიტყვებისთვის: „მე დავიღალე, თქვენ გააგრძელეთ...“ ბევრს არ მიუქცევია ყურადღება.
დაღლა ივანიშვილს მას შემდეგ დაეტყო, რაც თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილებში აიყოლია. „საქართველოს გაუმარ...“ - ყვიროდა ივანიშვილი. „ჯოოს!“, - პასუხობდა მასა.
ბოლოს კი, დაღლილმა მილიარდერმა მიკროფონში საოცარი ფრაზა თქვა: „მე დავიღალე, თქვენ გააგრძელეთ“ და შემოსძახა: „სა-ქარ...“. მასაც, რა თქმა უნდა, გაგებით მოეკიდა კერპის გადაღლას და გაარძელა...
კომენტარი