სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ

უკვე მე­რამ­დე­ნედ, აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცია და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლის­თვი­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა მი­უ­ღე­ბე­ლია, ას­ლან ბჟა­ნი­ას გუნ­დის გა­დად­გო­მას ითხოვს. "ბჟა­ნი­ას გუნდს უკვე უამ­რა­ვი შეც­დო­მა და­უგ­როვ­და. იმ­დე­ნად ბევ­რი, რომ ვა­და­ზე ადრე გა­დად­გო­მა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია. ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა; ის, რაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მი­წე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის გარ­შე­მო ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­სუ­ლი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ თავს უპერ­სპექ­ტი­ვად გრძნო­ბენ და იქი­დან სხვებ­საც მო­უ­წო­დე­ბენ საქრთვე­ლო­ში წას­ვლის­კენ და ამ­ბო­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში სუ­ლაც არ ვძულ­ვართ ქარ­თვე­ლებს და ისევ მათ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ჯო­ბი­აო; უბი­ნა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი ასო­ბით მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც და­უმ­თავ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში შე­ვარ­და - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რაც ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ დგას", - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ალი­ას ავი­ძ­ბა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით მას­შტა­ბურ აქ­ცი­ებს შე­ურთდნენ. აფხა­ზე­თის ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი, ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ლი­დე­რი, ად­გურ არ­ძინ­ბა აცხა­დებს, რომ "თუ პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნებს არ და­ე­თან­ხმე­ბა, ანუ უარს იტყვის მთავ­რო­ბის გა­და­ყე­ნე­ბა­ზე, მა­შინ მას მო­უ­წევს გა­დად­გო­მა." არ­ძინ­ბას თქმით, მოქ­მედ­მა "მთავ­რო­ბამ" ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა პან­დე­მი­ის დროს, ასე­ვე არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გამო, რე­გი­ო­ნი ენერ­გე­ტი­კულ კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ვი­ღა­ცე­ბის მი­მართ მა­ა­მებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გარ­და", არც ერთი რე­ფორ­მა არ გა­უ­ტა­რე­ბია. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი კი ყო­ველ­დღი­უ­რი შე­მო­სავ­ლის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. "ხალ­ხი ქვეყ­ნი­დან გარ­ბის, ყო­ველ­დღე, ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის გამო, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა, ნარ­კო­ბიზ­ნე­სი ყვა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სრულ უი­მე­დო­ბას გა­ნიც­დი­ან. ეს არ არის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რის გა­მოც ქვე­ყა­ნა ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. ის უნდა გა­დად­გეს. ამის­თვის კი სა­ჭი­როა, დიდი სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი, რათა მან იგ­რძნონ ხალ­ხის ძალა“, - ამ­ბობს "ოპო­ზი­ცი­ის" ლი­დე­რი ად­გურ არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის "არ­ჩევ­ნებ­ში", ას­ლან ბჟა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი იყო. და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, აპ­რილ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, მა­ნამ­დე კი გეგ­მა­ვენ, რომ "ოპო­ზი­ცი­ამ", სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვი­სი­ტებ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ი­ა­რონ, რათა საპ­რო­ტეს­ტო ძა­ლამ რე­გი­ო­ნე­ბი­დან იფეთ­ქოს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "ისი­ნი ბევ­რად უა­რეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე სო­ხუ­მის, ან ბიჭ­ვინ­თის მო­სახ­ლე­ო­ბა. არ აქვთ, შუქი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ტრან­სპორ­ტი, არ მი­ე­წო­დე­ბათ წყა­ლი", - წე­რენ აფხა­ზი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100