მადონა: წადით, თქვენი დედაც!.. (ვიდეო)
ვენეციის 68-ე კინოფესტივალზე ყველასათვის ცნობილმა მადონამ პუბლიკას თავი არა იმდენად მის მიერ წარმოდგენილი ფილმით („ჩვენ გვჯერა სიყვარულის“) დაამახსოვრა, რამდენადაც მის პრესკონფერენციაზე მომხდარი სკანდალით, რომელსაც არანაკლებ სკანდალური გაგრძელება ჰქონდა:
ერთ-ერთმა მისმა თაყვანისმცემელმა, ეტყობა, გადაწყვიტა, რომ კუმირისთვის ესიამოვნებინა და მადონას ჰორტენზიები მიართვა. მადონა ამ ჟესტის შემდეგ, რატომღაც, დაბნეულად გამოუიყურებოდა. მან სასწრაფოდ შეჩურთა ყვავილები მაგიდის ქვეშ და მენეჯერს გადაულაპარაკა: „ვერ ვიტან ჰორტენზიებს, მან, ალბათ, ეს არ იცოდა...“ - მადონამ ეს სიტყვები ხმადაბლა კი წარმოთქვა, მაგრამ დაავიწყდა მგრძნობიარე „ჟუჩოკი“-მიკროფონი, რომელიც მის კაბაზე იყო მიმაგრებული...
ამ ისტორიამ მადონას ფანატთა მრავალათასიანი არმიის დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ისინი მომღერალს უსულგულობასა და უმადურობაში ადანაშაულევდნენ. ვიდეორგოლი, რომელიც „იუთუბზე“ აიტვირთა და რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ, მალე ლიდერი გახდა - ერთ კვირაში იგი 2 000 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, ამ დროისთვის 256 მილიონზე მეტი (!) ნახვა აქვს.
ასეთ ხმაურს მომღერალი არ ელოდა და, როგორც ჩანს, პიარ-სპეციალისტების რჩევით, მობოდიშება გადაწყვიტა და ეს ისევ ვიდეორგოლით გააკეთა. ვიდეორგოლი პაროდიას უფრო ჰგავს, ვიდრე მობოდიშებას.
ვიდეოკლიპში ვარსკვლავი ჰორტენზიებს ჯერ ეფერება, მერე კი ფეხებით თელავს და ემოციურად, ლამის ყვირილით ამბობს კამერის ობიექტივში: „სულ ერთია, მაინც ვერ ვიტან ჰორტენზიებს! და ვერასდროს ავიტან! ეს თავისუფალი ქვეყანაა, ასე რომ - წადით, თქვენი დედაც! - მე ვარდები მიყვარს!..“
ვიდეო: მადონას "მობოდიშება":
კომენტარი