"პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ოჯახის წევრებს, ხელწერა იგივეა: აჩერებენ სახლის წინ, ჩხრეკენ, აგინებენ და ცემენ"
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
„გუშინ, საკუთარი სახლის წინ, პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა
მიაყენეს
რეჟისორ
მარიამ
ხაჭვანის
ოჯახის
წევრებს,
ორ
ახალგაზრდა
ბიჭს.
ხელწერა
იგივეა:
აჩერებენ
სახლის
წინ,
ჩხრეკენ,
აგინებენ
და
ცემენ.
ერთ-ერთი შეეცადა ტელეფონით გადაეღო პოლიციელთა ქცევა, მაგრამ პოლიციელებმა ტელეფონი წაართვეს. საბედნიეროდ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა ამ ყველაფრის დანახვა.
ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ამ ადამიანების მიმართ ერთიდაიგივე, კონკრეტულად კი ვარკეთილის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები იჩენენ აგრესიას და უმიზეზოდ უსწორდებიან.
მარიამ ხაჭვანი არის ჩემი ნათესავი, საამაყო რეჟისორი, რომელმაც უამრავჯერ ასახელა საქართველო. მისი ოჯახი კი ერთ-ერთი უწესიერესი ოჯახია, რომელსაც არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია. არიან მშრომელი და პატიოსანი ადამიანები.
მოვუწოდებ
შსს-ს და პროკურატურას:
სასწრაფოდ
ჩაატარონ
საგამოძიებო
მოქმედებები
(გამოკითხვა,
ამოცნობა
და
ა.შ.) და გამოიძიონ
პოლიციელთა
მხრიდან
ჩადენილი
დანაშაული!
დაზარალებულთა
გარდა
არსებობენ
ფაქტის
თვითმხილველი
სხვა
მოწმეები,
რომლებიც
მზად
არიან
მოგაწოდონ
ინფორმაცია
და
მათი
სასწრაფოდ
გამოკითხვის
შემდეგ
პასუხისგებაში
მიეცით
პირები,
რომლებიც
ასე
არცხვენენ
პოლიციას!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaსაქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of GeorgiaMariam Bakacho Khatchvani /მარიამ ხაჭვანიGiorgi Gasviani“- წერს ადვოკატი.
კომენტარი