„ჩამოვა ირაკლი და დაგაყენებიებთ ტრ**ებს!..; „მოგიტ**თ მოსატ**ვს!“ – "მეოცნებეთა" მიმოწერა
„ქართული ოცნების“ იმერეთის ორგანიზაციებში, კერძოდ კი ქუთაისისა და წყალტუბოს ფილიალებში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და სხვა „მეოცნებეების“ დაპირისპირება ახალ სტადიაში გადადის. იმ „რაზბორკების“ შემდეგ, რის შესახებაც „კვირის ქრონიკის“ ქუთაისელმა ჟურნალისტმა ნანა თვალაბეიშვილმა გაზეთის ორშაბათის ნომერში დაწერა, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქუთათელაძე ქუთაისში ჩასვლითა და „მეოცნებეების“ „ტრ**ების დაყენებით“ იმუქრება.
ბლოგზე „ქუთაისი თუდეი“ გამოქვეყნდა გუშინ, სავარაუდოდ, ღამის საათებში დაწყებული ფბ-მიმოწერა კახა ქუთათელაძესა და „ქართული ოცნების“ იმერეთის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, ბუბა ჩივაძეს შორის.
სწორედ კახა ქუთათელაძე იყო მოხსენიებული „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში, როგორც ფბ-ზე დაწყებული და წყალტუბოში გაგრძელებული გარჩევების ინიციატორი. სტატიის მიხედვით, „თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს ფრთა კოალიციასთან შეთანხმების გარეშე გეგმავდა ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნას, რასაც კოალიციის ლიდერის, ბაკურ ხურციძის მხრიდან შენიშვნა მოჰყვა. დაპირისპირებაც სწორედ აქედან დაიწყო, რადგან კახა ქუთათელაძემ განაცხადა, რომ არაა ვალდებული, ვინმესთან რამე შეათანხმოს...
რაც შეეხება გუშინდელ მიმოწერას ფბ-ზე, არ სახელდება, ვინ მიაწოდა ბლოგერს პირად შეტყობინებებში დაფიქსირებული მიმოწერის სქრინ-ფოტო, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს თავად ბუბა ჩივაძემ გააკეთა, რითაც კიდევ ერთი კომპრომატი დაუდო ირაკლი ალასანიას მომხრეებს. თუ მიმოწერას დააკვირდებით, ბუბა ჩივაძე აგრესიაზე აგრესიითა და ბილწსიტყვაობით არ პასუხობს - სავარაუდოდ, მან მაშინვე ჩაიფიქრა ამ საუბრის გამოქვეყნება, როცა ქუთათელაძემ ბილწსიტყვაობის გამოყენებით საუბრის გზა აირჩია.
„დრონი.ჯი“ გთავაზობთ „ქუთაისი თუდეის“ ბლოგზე გამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერის ფოტოს და ბოდიშს უხდის მკითხველს ერთ-ერთი მოსაუბრის მხრიდან გამოყენებული არანორმატიული ლექსიკის გამომზეურებისთვის.
ცნობისთვის: კახა ქუთათელაძის მიერ მიმოწერის ბოლოს ნათქვამ ფრაზაში „ხვალ იმ თამაზიას გადავხსნი შუაზე, მაგ...“ - იგულისხმება თამაზ მახარეიშვილი, რომელმაც „კვირის ქრონიკას“ ინტერვიუ მისცა.
კომენტარი