მარკ ცუკერბერგი შობას ჯუნგლებში შეხვდა
მარკ ცუკერბერგმა თავისი მოულოდნელი საქციელით მსოფლიო გააოცა. facebook-ის დაფუძნებელი შობას ვიეტნამში შეხვდა, სადაც ოფიციალურად აკრძალულია მის მიერ შექნილი სოციალური ქსელით სარგებლობა. შობის ღამეს ცუკერბერგი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საკურორტო კომპლექსში ბუხტე ხალნოგში იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით 3000, ჯუნგლების კლდოვანი კუნძული მდებარეობს. მედია იუწყება, რომ 25 დეკემბერი, facebook-ის დამფუძნებელმა კოტეჯში, ქალაქ საპაში გაატარა, რომელიც ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ვიეტნამში, კომუნისტური მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში, ცენზურაა დაწესებული ინტერნეტით სარგებლობაზე. ბლოკირებულია facebook-ი და სხვა სოციალური ქსელები. მიუხედავად ამისა, ვიეტნამელი ახალგაზრდები კარგად იცნობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ადვილად უვლიან გვერდს ცენზურას და კარგად იცნობენ ცუკერბერგის ქმნილებასაც.
ცნობისთვის, facebook-ის დამფუძნებლის ქონება 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2010 წელს ჟურნალმა "თაიმმა" ის წლის ადამიანად დასახელა.
კომენტარი