სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაკისტანში შეტაკებისას შვიდი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ორი სამხედრო და ხუთი მეამბოხე დაიღუპნენ შაბათს შეტაკებებში ქალაქ ჯამრუდის მახლობლად, სადაც პარასკევს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვმა 51-ს მიაღწია. როგორც პაკისტანის ხელისუფლება იტყობინება, 120-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მათი ნახევარი საავადმყოფოში იმყოფება. აფეთქება მოზარდმა თვითმკვლელმა მოაწყო ქალაქ ჯამრუდის მეჩეთში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელსაც ერთ-ერთ ადგილობრივ ტომთან მტრობა აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100