სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ

28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩებს, რომლებიც გაიმართება რაგბსა და ფეხბურთში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონზე დაესწრება გულშემატკივართა 30%. რაგბის მატჩი გაიმართება 3 საათზე, ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 8 საათზე და მოხვდება შეზღუდვების პერიოდში. ამიტომ, ბილეთის ყიდვისას მყიდველს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100