სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Apple მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დაასახელეს

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, კომპანია Apple–ის საბაზრო ღირებულება 623 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Apple Inc.–მა კაპიტალიზაციის ისტორიაში რეკორდი მოხსნა. მან ის პირველობა მოიპოვა, რომელსაც ცამეტი წლის მანძილზე არ თმობდა კომპანია Microsoft Corp.

უახლოეს მომავალში, კომპანია iPhone–ის ახალი თაობის გამოშვებას გეგმავს. სწორედ ამიტომ აქციების ღირებულება 2,6 პროცენტით გაიზარდა.

კომპანია პირველობას გასული წლიდან ინარჩუნებს. მისი ყველაზე საშიში კონკურენტი Exxon Mobile გახლავთ. ამ უკანასკნელის საბაზრო ღირებულება 405,97 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის აქციების ღირებულება გასული კვირიდან მოყოლებული ყოველდღიურად იზრდება. როგორც ცნობილია, ერთი აქციის საბაზრო ფასი 745 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100