სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუჭუას ცოლის კრიტიკული პოსტები და ის, რომ მარწყვის ტორტის გამოცხობას დაჰპირდა, საქმეს დაურთეს სქრინებად - ქურდოვანიძე

ცესკო ითხოვს, რომ მოსამართლე ხუჭუა მიკერძოებულია, რადგან მისი ცოლი კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა, სქრინები დაურთეს საქმეს - საიას თავმჯდომარე როგორც ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააპელაციოში განიხილება თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაც, რომელიც ცესკომ გაასაჩივრა.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არ იციან მოსამართლეთა ვინაობა, ვინც 2 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე საარჩევნო დავებს განიხილავს.

"ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას.
მოსამართლეების შემადგენლობაც კი ბოლო წუთამდე არ ვიცით.
თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა. პოსტების სქრინები დაურთეს საქმეს.
ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან." წერს ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100