8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს კარგად გაართმევთ თავს ინფორმაციულ ქაოსს და მოიპოვებთ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც სასიკეთოდ აისახება მომავალ საქმიანობაზე.
კურო
სჯობს თავი შეიკავოთ რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან ახლა მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში აღიქვამთ სამყაროს, ამიტომ გაგიჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება, არც ურთიერთობების თემებია სახარბიელო.
ტყუპები
თუ იმოქმედებთ ჯგუფთან ერთად და თანამოაზრეებთან განიხილავთ სამოქმედო გეგმას ყველაზე რთული საქმეც კი წარმატებით დაგვირგვინდება, ასე რომ ყური მიუგდეთ ირგვლივმყოფთა რჩევებს.
კირჩხიბი
დაძაბული, მაგრამ პროდუქტიული დღეა. მართალია საქმე მრავლად გექნებათ და დიდი ძალისხმევაც დაგჭირდებათ, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგები, მაგრამ შესაძალოა სწორედ დღევანდელი დღე გახდეს საუკეთესო ცვლილებების საწყსი თქვენს ცხოვრებაში.
ლომი
ახლა თავმდაბლობის დრო არ არის, გამოამზეურეთ თქვენი ღირსებები, თქვენი შესაძლებლობები, დაანახეთ ყველას თქვენი ფასი და დაუჯერეთ ირგვლივმყოფთა გულწრფელობას. ეს მათ გაახარებს, თქვენ კი შედეგებით გაკვირვებული დარჩებით.
ქალწული
შესაძლოა დღეს წარმოქმნილმა მოულოდნელობებმა დაგაბნიოთ და სტრესში ჩაგაგდოთ, ამიტომ ეცადეთ არ დაგეგმოთ ახალი წამოწყებები, დაკავდით ისეთი საქმიანობით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
სასწორი
გაიღრმავეთ ცოდნა, აიმაღლეთ კვალიფიკაცია, ისწავლეთ და თქვენს წინ ახალი ჰორიზონტები გამოჩნდება. ელოდეთ ახალ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებს თქვენს ცხოვრებაში და ისწრაფეთ ახალი სიმაღლეებისკენ.
მორიელი
სისწრაფე და მოქნილობა იქნება საჭირო რათა სასიკეთოდ გამოიყენოთ მოულოდნელი სიტუაცია, გონივრული და მიზანსწრაფული მოქმედებით კონკურენტებს დიდი მანძლით მოიტოვებთ უკან.
მშვილდოსანი
ნუ მოახდენ ზეწოლას ირგვლივმყოფებზე. ნუ დაააკნინებთ მათ ღირსებას კრიტიკული ფრაზებით, პატივი ეცით მათ შეხედულებებს, იყავით მეტად ყურადღებით და სწორად შეარჩიეთ სიტყვები, რათა სამუდამოდ არ გაიფუჭოთ ურთიერთობები ახლობლებთან თუ კოლეგებთან.
თხის რქა
სასურველია თავი შეიკავოთ სერიოზული, საპასუხისმგებლო საქმეებისგან. ნუ იტვირთავთ ახალ ვალდებულებებს. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით და მეტად დაისვენეთ.
მერწყული
დაფიქრდით და შეეცადეთ სიახლეები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. განაახლეთ, შეცვალეთ გარემო, ფეხი აუწყვეთ ახალს, მოწყდით წარსულს და გაბედულად გადადგით ნაბიჯები მომავლისკენ.
თევზები
არ დაიშუროთ დრო და ენერგია ახალი ცოდნის ასათვისებლად ან პროფესიული განვითარებისთვის. რაც უფრო მეტად იზრუნებთ ცოდნის გაღრმავებაზე, მით მეტი პერსპექტივები ჩნდება თქვენს ცხოვრებაში.
კომენტარი