9 საჩივარი განმეორებით არჩევნებზე - ცესკო მონაცემებს ასაჯაროებს
ცესკო ამომრჩევლების აქტივობის შესახებ 12 საათის მონაცემებს ასაჯაროებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ზუგდიდში რეგისტრირებული 2484 ამომრჩევლიდან, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 525-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო ხმების 18.46 პროცენტს შეადგენს.
ასევე ცესკოს ინფორმაციით, მარნეულში რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა 296-მა მიიღო, რაც საერთო ხმების 20.6 პროცენტს შეადგენს.
მარნეულიდან 7 საჩივარია შესული, ზუგდიდის ოლქში 1 საჩივარი დაფიქსირდა განმუხურის საარჩევნო უბნიდან კი 1 საჩივარი.
საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება, თუმცა ასევე ეხება კაბინის გარეთ ხმის მიცემის მცდელობას.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ მარნეულში საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა, პირველი ამომრჩეველი 08:15 საათზე მივიდა, ხმის მიცემის პროცესი ამ დროს განხორციელდა.
ცესკოში აცხადებენ, რომ მარნეულში არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლების დიდი რაოდენობა, ხმის მიცემის პროცესს აფერხებს.
ზუგდიდში დაფიქსირებული საჩივრის მიხედვით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით საკრებულოს დეპუტატი იყო წარმოდგენილი.
კომენტარი