ოკუპანტებს სამხედრო ნაწილების დაკომპლექტებაში პრობლემები ექმნებათ
2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედრაციის IV -ე სამხედრო ბაზაზე პირადი შემადგენლობა ძირითადად კონტრაქტით მომსახურე პერსონალით კომპლექტებოდა. 2010 წლიდან აშკარა გახდა, რომ ე.წ. "საკონტრაქტოებს" საკუთარ ქვეყანაში არსებულ სამხედრო ნაწილებში სამსახური ერჩივნათ.
შექმნილმა ტენდენციამ, ბაზის ხელმძღვანელობას სერიოზული საკადრო დეფიციტის პრობლემა შეუქმნა. აღნიშნულის მოგვარების მიზნით, თავდაცვის სამინიტროში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თავისუფალი შტატების შევსება წვევამდელებით დაიწყეს. ხოლო წვევამდელების მშობლების შესაძლო პროტესტის თავიდან აცილების მიზნით, სამხედრო კომისარიატები უცხადებენ, რომ მათი შვილები ჩრ. ოსეთის ტერიტორიაზე იმსახურებენო. რეალურად კი ქ. მოზდოკის სამხედრო ბაზაზე კარანტინის გავლისთანავე, ჯარისკაცები ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გადაჰყავთ...
როგორც "ექსპერტთა კლუბისათვის" გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ქ.ვლადიკავკაზიდან გაწვეულმა ახალწვეულებმა ერთთვიანი შეკრება ქ.მოზდოკში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში გაიარეს, რის შემდეგაც IV-ე სამხედრო ბაზის I გარნიზონში გაანაწილეს (ქ. ცხინვალი ე.წ. "ბამის" დასახლება). სამხედრო მეთაურების ასეთი ქმედებებით აღშფოთებული ახალწვეულების მშობლები ვლადიკავკაზში ცენტრალური კომისარიატის წინ შეიკრიბნენ, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთი პროტესტი დააფიქსირეს.
კომენტარი