სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი - საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5 - 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.

5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100