როდის და რატომ ათავისუფლებენ ტიმოშენკოს ციხიდან?
იულია ტიმოშენკო შესაძლოა 28 აპრილს გაათავისუფლონ. ინფორმაციას ამის შესახებ „თვითერის“ საკუთარ გვერდზე ყოფილი პრემიერის თანამოაზრე იური ლუცენკო ავრცელებს.
ლუცენკო წერს, რომ ტიმოშენკოს, სავარაუდოდ, შეიწყალებენ. ინფორმაციის
წყაროდ ის ევროკომისარ შტეფან ფულეს ასახელებს.
"მე სატელეფონო საუბარი მქონდა ფულესთან და მან მითხრა, რომ იანუკოვიჩმა
ტიმოშენკო ბზობის დღესასწაულზე უნდა გაათავისუფლოს"-, წერს ლუცენკო.
გუშინ ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნას ხელი 20-მა ქალმა დეპუტატმა მოაწერა.
წერილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცეს. ყოფილი პრემიერი 2011 წლის
ოქტომბერში დააკავეს. მას 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
კომენტარი