მარგველაშვილი: საახალწლოდ სტუდენტებს 500 ლარი არ დაურიგდებათ
სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაცია, საახალწლოდ სტუდენტებისთვის 500 ლარის დარიგებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ახალი ინციატივა ოფიციალურად გაჟღერდება სამინისტროს მიერ და საზოგადოებასთან მსჯელობის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
კომენტარი