საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
5 ივნისს,
ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე MFC EURO2022 კოშიცე (სლოვაკეთი) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა
პირველი გამარჯვება მოიპოვა მონტენეგროს ნაკრებთან.
მონტენეგრო
ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით
2:0 დაამარცხა. ორივე გოლი FC PSP-ს და ამჟამად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა
გიორგი აფციაურმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი FC PSP-ს მოთამაშეებით
არის დაკომპლექტებული, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე ასევე არის ეროვნული
ლიგის გამორჩეული და PSP-ს გუნდის მწვრთელი.
6 ივნისს
საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე მატჩს ბულგარეთის ეროვნული ნაკრებთან მართავს.
კომენტარი