სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქცევის წესები რიგითი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური თამაშებისა და ინფორმაციული ომის ფონზე

სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული 9 შეგონება, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშვოდობიანმა მოსახლეობამ, როდესაც მის გარშემო ინფორმაციული ომი და პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს. იცოდეთ, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ რომ:

ყველა ომი მთავრდება.

ყოველი ერი შედგება სხვადასხვანაირი ადამიანებისგან. ომში ყველა არ მონაწილეობს, არ ღირს მთლიანი ერის შეურაცხყოფა.

პოლიტიკოსები მოილაპარაკებენ, შენ კი მოგიწევს გააგრძელო ცხოვრება შენს იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენე.

ომის დროს ყველა იტყუება. ნუ ისაუბრებ იმას რაშიც 101%-ით არ ხარ დარწმუნებული. ისაუბრე და წერე მხოლოდ ის რაც საკუთარი თვალით გაქვს ნანახი.

გსურს პოლიტიკური მოვლენების შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება? გააკეთეთ ეს ისე, რომ არავის მიაყენო შეურაცხოფა.

არ მოგწონს ვიღაცის აზრი? გააკრიტიკე მისი სიტყვები და არა თავად ეს ადამიანი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ მას პირადად არ იცნობ.

უცნობი ადამიანების სიძულვილი - ეს პათოლოგიაა.

ურთიერთგაგება ადამიანებს შორისაც კი რთული მისაღწევია, სიტუაცია კიდევ უფრო ძნელია, როდესაც საუბარია სახელმწიფოების ურთიერთობებზე. ყველაფერი მარტივად გასაგები მხოლოდ იდიოტებისთვისაა. ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას ანუ ნუ იქნები იდიოტი.

ყოველთვის დარჩი ადამიანად და გახსოვდეს წესი N1 (ყველა ომი მთავრდება.)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100