სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერია: თბილისში წყალმომარაგება სრულად, მაქსიმუმ ერთი კვირაში აღდგება

წყალმომარაგება სრულად მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდება- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა კახი კალაძისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის 63 ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება, ამის მიზეზი არის საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, როცა ეს ფაქტი დადგა, მოხდა რეაგირება კომპანიის მხრიდან. შესაბამისი ჯგუფები ადგილზე მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. დღეის მდგომარეობით, 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. თვითონ ეს 63 ათასი აბონენტი მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს. სწორედ ეს ვადა იქნება საჭირო, რომ სრულად აღდგეს მიმდინარე არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა ბენდელიანმა.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად გათიშულია.

დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს, წყალი გრაფიკით მიეწოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100