სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოვიდსასტუმროში ინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

დაზარალებული ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამ წუთებში აჭარის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია და მისი აგრესია ძლიერი მედიკამენტის მოთხოვნას უკავშირდება.

ამჟამად კოვიდპაციენტი სხვა კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100