სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯამბულატ თედეევის მამის მანქანაში ბომბი იპოვეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯამბოლატ თედეევის (რომელსაც ე.წ. ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა) მამის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართლდამცავებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯამბოლატ თედეევის მამის ავტომობილო შეამოწმეს და მის სალონში ვერცხლისფერი შეკვრა აღმოაჩინეს, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო შეხვეული. ასაფეთქებელი მოწყობილობა 200 გრამი ტროტილისგან შედგებოდა.
"იქვე აღმოჩენილი იყო დეტონატორი, მაგნიტი, რადიოგადამცემი და სამი მობილური ტელეფონი, რომელთაგან ორი ასაფეთქებელ შეკვრასთან სადენებით იყო დაკავშირებული. "ნივის" მარკის ავტომობილი ჯამბოლატ თედეევის მამის სახელზე არის დარეგისტრირებული", – იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საგნები სპეციალურმა ჯგუფმა ავტომობილიდან ამოიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ცესკომ" ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის" ერთ-ერთ კანდიდატს ჯამბოლატ თედეევს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. თედეევი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100