მსოფლიო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 93-დან 88-ე ადგილზე გადავიდა
საქართველო მსოფლიო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 88-ე ადგილზეა. ქვეყანამ შარშანდელთან შედარებით პოზიციები 5 ადგილით გაიუმჯობესა. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევაში, რომელსაც უცხოური სიანფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ.
რეიტინგის მიხედვით, ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნა შვეიცარიაა, რომლის ეკონომიკის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს ინოვაციურობა, ტექნოლოგიური განვითარება და შრომის მაღალი ეფექტურობა.
რეიტინგში მეორე ადგილზე სინგაპურია, სადაც ეკონომიკა მოწინავეა კორუფციის არარასებობისა და მთავრობის ეფექტური საქმიანობის გამო. მესამე ადგილზეა შვედეთი. პირველ ათეულში შედიან ასევე ფინეთი, აშშ, გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, დანია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.
რეიტინგში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან უსწრებს აზერბაიჯანი, რომელიც 55-ე ადგილზეა, 59-ე ადგილს იკავებს თურქეთი, 66-ე ადგილს კი რუსეთი.
კვლევის მიხედვით ბოლო პოზიციებზე ბურუნდი, ჰაიტი და ჩადი არიან.
კომენტარი