გაინტერესებთ როგორ პასუხობს თაკო გაჩეჩილაძე იმ ხუმრობებს, რომელიც მის ლოცვას მოყვა?
თაკო გაჩეჩილაძის ლოცვის ვიდეოს, რომელიც მან გუნდთან ერთად ევროვიზიის კონცერტზე გასვლამდე წარმოსთქვა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ხალხის ნაწილმა მომღერალი ძალიან გააკრიტიკა, მასე ფარისეველიც კი უწოდეს. ნაწილმა კი ბევრი იხუმრა. გაჩეჩილაძემ კი მისდამი წამოსულ ამ ხუმრობებს უპასუხა:
"საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და რასაც ბავშვობიდან მასწავლიან ეს არის უფლის სიყვარული და ლოცვა! მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა! - რომ მეცოდებით და მებრალებით ყველა ის ბნელი და ურწმუნო არსება, ვინც ლოცვაზე ღადაობთ! 1- ეს პოსტი ევროვიზიის პირადმა მედიამ დადო და 2- სულ რომ მე დამედო, არც გამიტყდებოდა...
ესე იგი ვერანაირი ნაკლი რომ ვერ იპოვეთ ბოლოს ლოცვას ჩაეჭიდეთ საღადაოდ:)))) რა საწყლები ხართ და სასაცილოები!:)) მე სადაც მინდა და როგორც მინდა ისე ვილოცებ და ესე დავუახლოვდები უფალს, თქვენ კი მართლა ფარისევლებო, ამაზე იღადავებთ და ხვალ ალბათ ეკლესიაშიც შეხვალთ და სანთელსაც დაანთებთ!
სრულიად ყველა კონკურსანტი გასვლის წინ ლოცულობდა და მათი ქვეყნები მათ გულშემატკივრობდნენ, და მათთან ერთად ლოცულობდნენ და მაინცდამაინც საქართველო უნდა იყოს გამორჩეული და მადლობა ღმერთს უმრავლესობაში არ ხართ ბნელო ნაწილო, რომლებიც ამაზე იცინით და ღადაობთ!
სირცხვილი თქვენ! თქვენ მგონი უკვე ლოცვაც ვერ გიშველით! ა ხო, პრინციპში ლოცვა ხო ”ტეხავს”, გოიმობაა და ათეისტობა ”მაგარი პონტია! ” ვაი თქვენს პატრონს. პ.ს.- ვილოცებ თქვენთვისაც იქნებ რამე გეშველოთ!" - წერს მომღერალი.
მან ვარსკვლავების ის ვიდეოები და ფოტოებიც გააზიარა, სადაც ცნობილი მომღერლები მასსავით ლოცულობენ კონცერტის წინ. აი რას წერს თაკო:
"აჰა, ეს გინდოდათ? ესეც უქაჯესი ყოფილა" - წერს თაკო და მადონას ვიდეოს აქვეყნებს. "აუ გთხოვ რირი შეენც? რა ფარისველობაა ფუ". "არა პროსტა ჯეილო მეთქი, უფარისევლესო და უქაჯესო". "ჩემი ფარისეველი და გოიმები, ვიტნი და მაიკლი. მადლობა ხალხო ასე რომ გამართეთ". ესეც რა გოიმკა ყოფილა" - წერს გაჩეჩილაძე ბიონსეზე.
კომენტარი