სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

62 გარდაცვლილი და 5085 ინფიცირებული - განახლებული კოვიდსტატისტიკა საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 428 პირი.

22 ნოემბერს საქართველოში სულ 51 440 ტესტი ჩატარდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,97 პროცენტს შეადგენს.

2020 წლის 11 მარტიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდსტატისტიკის ჯამური მონაცემი კი ასეთია:

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 819 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 759 657, გარდაიცვალა 11 615 პაციენტი.

გუშინ, კი 22 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 851 შემთხვევა გამოვლინდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100