მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 81 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 81 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 81 009 062 შემთხვევა გამოვლინდა, 1 768 798 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 45 838 744 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 19 161 619 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 333 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარი