"მე არასდროს მქონია ისეთი სხეული, როგორზეც ვოცნებობდი" - გუფის ყოფილი ცოლი
გუფის ყოფილი ცოლი, დიზაინერი აიზა ანოხინა ინსტაგრამზე საკუთარ მიმდევრებთან ზედმეტად გულახდილია და არასდროს ერიდება თავის ფიზიკურ ნაკლზე საუბარი.
მან ცოტა ხნის წინ საკუთარ შიშველ სხეულს ვიდეო გადაუღო და ახალი პოსტი გამოდო ინსტაგრამზე, სადაც წერს, რომ საკუთარი სხეული არასდროს მოსწონდა:
"დარწმუნებული ვარ, ბევრს აღვაშფოთებ ამ პოსტით, მაგრამ, დროა ამ საკითხს წერტილი დავუსვა! მე არასდროს მქონია ისეთი სხეული, როგორზეც ვოცნებობდი. შესაძლოა, ვინმე ჩემნაირ სხეულზე ოცნებობდა, მაგრამ მე - არა. არ ვაპირებს ჩემს ნაკლზე საუბარს, თუმცა ერთს ვიტყვი - ჯანსაღი კვება ჩემთვის არ არსებობს, არ შემიძლია. ვჭამ ყველაფერს, რაც მიყვარს და მინდება და ამას სულაც არ ვნანობ. ისე გამოვიდა, რომ წონაშიც არ ვიმატებ და ეს გენეტიკის დამსახურებაა. ჩემს წონაზე 2-3 კილოგრამით მეტი ან ნაკლები ვარ სულ. როდესაც მოსკოვში ვარ, ძალიან ვხდები, სახლში დაბრუნებისთანავე კი დაკარგული კილოგრამები მემატება. შემიძლია ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ბრაუნი ვჭამო, შემდეგ მთელი თვე ტკბილს არ გავეკარო. თავის გაკონტროლებაში მაქსიმალური რეკორდი ერთი წელი მაქვს, ამ პერიოდის განმავლობაში კი ტკბილს არ ვჭამდი. არ ვიტყვი, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო, გემრიელ ნამხვრებზე ხომ ძალიან ვგიჟდები. მესმის, რომ შაქარი არა მარტო სხეულისთვისაა ცუდი, არამედ ფსიქიკასაც აზიანებს. მისი მიღებისას წარმოიქმნება ჰორმონი დოპამინი, რომელიც ასევე კოკაინისა და ჰეროინის მიღებისას აქტიურდება. დღეს ტკბილეულიდან მხოლოდ ნაყინს ვჭამ, რომელიც კაცმა არ იცის რისგან მზადდება, თუმცა ძალიან გემრიელია. ნუ მომბაძავთ მე, ჩემს რჩევებს დაუჯერეთ, ივარჯიშეთ, სწორად იკვებეთ და საღამოს 5საათის შემდეგ ნუ შეჭამთ! უკანალზე ქირურგიული ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ზომაში გაზრდილია, მაგრამ ვარჯიშმა კიდევ უფრო მეტად დაბერა დუნდულები. ვცდილობ ბევრი ბოსტნეული ვჭამო ყოველდღიურად, თუმცა, თუ წონაში მოვიმატე, დიდად არც ვნერვიულობ ამაზე" - დაწერა აიზამ.
უცნაურია, ყველა ქალის პრობლემაა ჭამა და წონასთან ბრძოლა, აიზამ კი თავისი "გულახდილი აღიარებით', სადაც წერს, რომ საკუთარი სხეული არ მოსწონს, ძალიან ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ის ამაყობს თავისი გამხდარი ფიგურით და იმ ფაქტით, რომ არ იმატებს ბევრს. ზოგი მიმდევარი გააღიზიანა კიდეც იმ ფაქტმა, რომ საკუთარი ცხოვრების წესისგან განსხვავებულ რჩევა-დარიგებას აძლევს საზოგადოებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აიზა მართლაც იდეალური სხეულის პატრონია.
კომენტარი