სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენ და შენი და აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას, ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია" - რეჯებ ჟორდანიას საყვედური ოთარ და სალომე ზურაბიშვილებს

97 წლის რეჯებ ჟორდანიას საყვედური ოთარ და სალომე ზურაბიშვილებს. დრონი.ჯი ნოე ჟორდანიას შვილის ღია წერილს გთავაზობთ:

"ღია წერილი ოთარ ზურაბიშვილს, საფრანგეთში მცხოვრებ
ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტს...
გამარჯობა ოთარ,
აი უკვე მივუახლოვდით 2018 წლის დასასრულს, წლისა როდესაც ავღნიშნეთ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. ეს მოვლენა აღინიშნა ვაშინგტონში, თბილისში, პარიზში, ლევილში. ყველგან მხვდებოდნენ დიდი პატივით, ყველგან მილოცავდნენ, არა როგორც რეჯებს, არამედ როგორც ნოე ჟორდანიას შვილს და მისი ოჯახის წარმომადგენელს. ნოე ჟორდანიასი, რომელიც მრავალი დასავლელი ისტორიკოსის მიერ მიჩნეულია როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამაარსებელი. დიახ, უამრავმა ქართველმა მომილოცა.... შენს გარდა!
მე უკვე 97 წლის ვარ, ერთი თაობით შენზე უფროსი, დედაშენი თაობას ვეკუთვნი. ჩვენ ყველანი, მე, დედაშენი ზეინაბი და კიდევ ათეული პატარა ქართველი, რომლებიც პარიზში ვიზრდებოდით, ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ჩვენ ერთად ვიკრიბებოდით ქართულ დღესასწაულებზე მშობლებთან ერთად, და მერე, როცა გავიზარდეთ და შეგვეძლო ჩვენით მეტროთი ან ავტობუსით მოგზაურობა ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ზამთრობით, ყოველ სამშაბათს, ბევრი ჩვენთაგანი ქართული სპორტულ ორგანიზაციის, „შევარდენისდარბაზში, პორტ ორლეანის ავენიუზე, დავდიოდით. დიახ, იქ დედაშენიც მოდიოდა, მიუხედავად იმისა რომ სპორტით არ იყო დაკავებული. მამაშენი არ იყო ამ ჩვენი ჯგუფის წევრი, მხოლოდ იმიტომ რომ იგი 10-15 წლით უფროსი იყო და ეს დიდი სხვაობა იყო ასაკში ბავშვობაში სხვაგვარად აღიქმება.
ქართული ემიგრაციის წრეებში, მამაჩემი, ნოე ჟორდანია, ყველას მიერ მიიჩნეული იყო როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის მეთაური. ასე აღიქვამდნენ მას დიპოლომატიური წრეები და საერთაშორისო თანამეგობრობა ოფიციალურად 1933 წლამდე, ხოლო შემდეგ კი პრაქტიკულად და ადამიანურად. არც ერთი ქართველს არ მოუვიდოდა აზრად კითხვის ქვეშ დაეყენებინა მისი ეს სტატუსი.
დიდი დღესასწაულების დროს, მათ შორის ჩვენი ეროვნული დღის, 26 მაისის აღნიშვნისას, ეს ბატონები, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობას დევნილობაში, ერთად მიუსხდებოდნენ პოდიუმზე დადგმული მაგიდას და უძღვებოდნენ საზეიმო ღონისძიებას. საზეიმო გამოსვლები, სიმღერები, ცეკვები და პატარა ბავშვების მიერ წარმოთქმული ლექსებიმე პატარა ქართველი ვარდა სხვანი, აპლოდიმსენტების თანხლებით მიდიოდა.
მახსენდება ერთი ფაქტი, რომელიც შენ დაგაინტერესბს: 1953 წლის იანვარში, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, შენი მამა ერთ-ერთი პირველი ქართველთაგანი იყო რომელიც სამძიმარზე მოვიდე, თანაც ორჯერ! ეს ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ნოე ჟორდანია გვიან საღამოს გარდაიცვალა. მამაშენი კი იმავე საღამოს მოვიდა, მაგრამ დედაჩემი უკვე გადაღლილი იყო და დასასვებელად იყო გასული. მამაშენს არ უნდოდა დედაჩემის შეწუხება და სამძიმარზე შემდეგ დილით ისევ მოვიდა. გასვენების დღეს ყველა ქართველი, ყველა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ფიზიკურად შეეძლო მოსვლა იქ იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი. იმდენად ბევრი ხალხი იყო მოსული, რომ ვანვის მერმა დავალება გასცა პროცესია გრძელი გზით წასულიყო, რადგან მისი თქმით, „იმდენი ადამიანი არის მოსული, რომ პირდაპირი გზით რომ წავიდეთ, დამსწრეთა ნახევარი ისევ სახლთან იქნება, როდესაც პროცესიის პირველი ნაწილი სასაფლაოსთან მივაო“.
ჩვენი ემიგრაციული ისტორიის გათვალისწიებით, ჩემთვის სასაცილოა, რომ პირველი ქართული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის შემდეგ, ზურაბიშვილები ასე მტრულად არიან განწყობილი პირადად ჩემს, ჩემი დისშვილების, და ნოე ჟორდანიას ყველა შთამომავლის მიმართ! მითუმეტეს, რომ ჩვენ ერთმანეთს არც თუ ისე კარგად ვიცნობთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მე დედაშენის თაობის ვარ და მეორეც იმიტომ, რომ 1960 წლიდან მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ. თითებზე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თუ რამდენჯერ შვხვედრილვართ ერთმანეთს!
რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამ იდიოტიზმის ატანას! ამიტომაც, 2018 წლის მაისში საქართველოში ყოფნისას მე დავურეკე შენს დას, სალომეს, რომ აღმენიშნა მისი საქმიანობა საქართველოში და ყველაფერი ის რასაც იგი ქვეყნისთვის აკეთებს. ზუსტად მაგ დროსვე აღმოვჩნდით მე და შენ ერთად ერთერთ შეხვედრაზე, სადაც მე შენთან მოვედი ხელის ჩამოსართმევად.
თქვენი ორივეს რეაქცია საოცრად კომიკური იყო! მან კი მიპასუხა, მაგრამ ისე ცივად მესაუბრა ტელეფონზე, აისბერგსაც შეშურდებოდა. ხოლო შენ კი, წამიერად ჩამომართვი ხელი და სასწრაფოდ ამარიდე თვალი, თითქოს ჩემი დანახვა საშინლად აუტანელი იყო, თანაც არა როგორც რეჯების, არამედ როგორც ნოეს შვილის! ყველა ჩვენი შეხვედრისას, იქნებოდა ეს თბილისში თუ პარიზში, შენ მუდამ ცდილობდი თავი აგერიდებინა ჩემთან ნებისმიერი კონტაქტისგან.
ხვდები ამ სიტუაციის იდიოტურობას დამოუკიდებლობის მეასე წლისთავზე?
გაითვალისწინე, რომ შენ ხარ საფრანგეთში ქართული ასოციაციის პრეზიდენტი, შენ არ შეგიძლია იმოქმედო შენი პოლიტიკური შეხედულებების მიხედით. მოგწონს თუ არა, შენ საფრანგეთში მცხოვრები ყველა ქართველის პრეზიდენტი ხარ, მიუხედავად მათი შეხედულებებისა. მაისსა და ივნისში, დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს, შენ საერთოდ უგულებელყავი იმ ხალხის დამსახურება ვინც შექმნა პირველი რესპუბლიკა. არც ერთ შენს ბევრ გამოსვლაში მე არ გამიგია არც ერთი იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელი, თითქოს პირველი რესპუბლიკა თავისით შეიქმნა! ყველა შენს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმართული იყო ამ ხალხის ღვაწლისა და ისტორიული ფაქტების დამცირებაზე.
იგივე ითქმის შენს დაზე, სალომეზე, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტი გახდა. მე მას, რა თქმა უნდა, მივულოცე. ცხადია საქართველოს პრეზიდენტი ქალი, ძალიან მნიშვნელოვანია! არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ამ გამარჯვებაში გარკვეული როლი ითამაშა პრეზიდენტის შემცირებულმა უფლებებმა და ივანიშვილის დაპირებამ, რომ საქართველოს 600 ათასს მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერს.
ყველამ ვნახეთ, მის ინაუგურაციისას წარმოთქმულ სიტყვაში, სალომე დაგვპირდა, რომ გააერთიანებს ქართველებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. მან მოიხსენია ქართველი მეფეები და საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი! მან მხოლოდ შექებით მოიხსენია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, თითქოს ეს დოკუმენტი სპონტანურად, თავისით შეიქმნა! როგორც ჩანს, შენ და შენი და აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას - ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები, მოიუხედავად იმისა რომ ისინი დასავლეთში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქნელებად მიიჩნევიან. ეს კი აჩვენებს, რომ არ არის საჭირო იყო დეკლარილებული საბჭოთა კომუნისტი, რომ მსგავსი აზროვნებით იცხოვრო.
მაგრამ მოდი წინ გავიხედოთ: 2019 წლიდან იწყება მეორე საუკუნე ჩვენი ეროვნული მყობადობის, როგორც თანამედროვე ერთიანი სახელმწიფოსი. სახელმწიფოსი, რომელიც შეიქმნა XIX-XX საუკუნეების ცარისტული ოკუპაციისა შემდეგ, რასაც წინ უძღოდა ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი დახლეჩა და დანაწევრება. ყველაზე მთავარია ის, რომ იგი დღესაც არსებობს და ასევე არსებობს ახალი თაობა ახალგაზრდა ქართველებისა, რომლებიც არ მოსწრებიან საბჭოთა ოკუპაციურ რეჟიმს და შესაბამისად თავისუფალნი არიან იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ფიზიკური თუ აზრობრივი შეზღუდვებისგან. არსებობენ ახალგაზრდა ისტორიკოსები, რომლებიც სწავლობენ პირველ ქართულ რესპუბლიკას, რათა აღადგინონ ის ისტორიული და მორალური სამართლიანობა, რაც ამ მართლაც ძალიან საინტერესო პერიოდს ახასიათებს - ისტორიულ პერიოდს, როდესაც ჩაისახა თანამედროვე ქართული სახელმწიფო.
საქართველო უკვე 28 წელია რაც თავისუფალია - ბოლო საუკუნეების მანძილზე ყველაზე დიდი ხნით! ჩემი ოცნებაა ასე გაგრძელდეს მუდამ, ყველაფერ დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.
გაუმარჯოს საქართველოს!
რეჯებ ჟორდანია, ნიუ იორკი,
31
დეკემბერი 2018 წელი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100