სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ აიკრძალება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციებით მიღწეულია ის მიზნები, რაც საგზაო უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.

იანვრიდან 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდება. გაიზრდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი.

პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები 103 ხმით, 6-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით 15 დეკემბერს მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იზრდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, საწვავისა და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ.

ასევე, იზრდება თამბაქოს აქციზის საფასური და აზარტული თამაშის მოსაკრებლის ოდენობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100