იუდას როლის შემსრულებელი მსახიობი სცენაზე ისე დაიღუპა, როგორც იუდა...
ბრაზილიელი მსახიობი, ტიაგო კლიმეკი, პანტომიმის შესრულებისას დაიღუპა, სადაც იგი იუდა ისკარიოტელის როლს თამაშობდა, ამის შესახებ rtv.net.ნეტ. იუწყება.
მსახიობის სიკვდილის მიზეზი მეტად უცნაურია. როდესაც კლიმეკი იუდას როლს ასრულებდა, სადაც თვითმკვლელობის სცენა იყო, მსახიობმა შემთხვევით მართლა ჩამოიხრჩო თავი.
27 წლის მსახიობი ოთხი წუთის მანძილზე იყო ჩამოკიდებული თოკზე, ვიდრე სხვა მსახიობებმა მომხდარი არ გააცნობიერეს. თოკიდან ჩამოხსნისას კლიმეკი უგონო მდგომარეობაში იყო.
ტიაგო კლიმეკი ქალაქ იტარატეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსების ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.
პოლიცია ახლა იმ მოწყობილობას სწავლობს, რომელიც სახიფათო სცენის შესრულებისას მსახიობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
სპექტაკლში, რომლის შესრულების დროსაც 27 წლის მსახიობი გარდაიცვალა, იესო ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეებია აღწერილი: საიდუმლო სერობა, პილატეს განაჩენი, ქრისტეს ჯვარცმა და იუდას თვითმკლელობა.
კომენტარი