"ოცნება” გარეჯის თემით საარჩევნოდ მანიპულირებს ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე სიმებზე და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - ანა ნაცვლიშვილი
“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” საარჩევნოდ მანიპულირებს ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე სიმებზე და გარეჯს პარტიული ინტერესისთვის იყენებს.
ნაცვლიშვილის თქმით, ამ საკითხს მმართველი გუნდი საქართველოს ოკუპანტის ინტერესებისთვის იყენებს.
“დავით გარეჯის საკითხი როგორც იქნა წამოწეული, ამაში იგრძნობოდა მანიპულაციური მიდგომა “ქართული ოცნების” მხრიდან. როდესაც ბოლო პერიოდში რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ამ თემაზე ასეთი სახით ხდება პედალირება, ეს აჩვენებს, რომ "რუსული ოცნების" მიზანია, მოემსახუროს არა საქართველოს ინტერესებს, არამედ რუსეთს. დავით გარეჯი საქართველოა - ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ფაქიზი თემაა, მაგრამ ისე, როგორც ამ საკითხს უდგება “ქართული ოცნება”, ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესს წინ კი არ წასწევს, არამედ მხოლოდ რუსულ წისქვილზე დაასხამს წყალს. ბოლო მოვლენები, როდესაც აშკარად გამოიკვეთა კონკრეტული იდივიდების რუსეთთან კავშირი, არის ამის ნათელი დადასტურება,”- აცხადებს ნაცვლიშვილი.
ამ საქმეზე დაკავებული ადამიანები უკანონო პატიმრები არიან და ეწირებიან პოლიტიკურ თამაშს.
“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, დავით გარეჯი არის საქართველო და ის ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე რომელიმე პარტია, ან არჩევნები. ამიტომ ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებას” გონს მოსვლისკენ მოუწოდებს.”
კომენტარი