სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ფილმში ჩვენი დანაშაულებიც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ლაპარაკია ჩვენს პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე..." - რატომ მოჰყვა ასეთი ხმაური ფილმს "იარე, ლიზა"?

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გა­ი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ოც, სა­დაც ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ დარ­ბაზს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ფილ­მის ში­ნა­არსსა თუ რე­ჟი­სორს მა­ყუ­რებ­ლე­ბი. ამ სა­კითხს ფე­ის­ბუქ­ზე კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გამო­ეხ­მა­უ­რა: "ამ ფილ­მის ავ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი დღეს ჩემ­გან "იცავს" ქარ­თულ კი­ნოს. ეს ფილ­მი არ მი­ნა­ხავს და ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­ნა­ი­დან მი­ნის­ტრი ამ ქვეყ­ნის შვი­ლია და მა­საც აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს აზრი და ამ აზ­რის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა (ქალ­ბა­ტო­ნო ნანა!). მით უმე­ტეს, რომ ბევ­რი წელი და­ვა­ხარ­ჯეთ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იმას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ეთ­ქვა სი­მარ­თლე - რუ­სე­თი ოკუ­პა­ცი­ას აგ­რძე­ლებს, ან­წუ­ხე­ლი­ძე, სოფ­რო­მა­ძე და სხვე­ბი ოკუ­პან­ტმა მოკ­ლა და ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და ჩა­ა­ტა­რა, და რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!!! ამ დროს, მე იუს­ტი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, თქვენ კი ამ ფილ­მს იღებ­დით. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ეს ფილ­მი სა­პი­რის­პი­როს არ ამ­ბობს იმი­სა, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა ჩვენ­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე და ჩვენს სი­მარ­თლე­ზე... მაგ­რამ ვნა­ხავ და მექ­ნე­ბა ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მერე მი­მარ­თავთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ღია წე­რი­ლით და მო­თხო­ვეთ მო­რიგ­ჯერ, რომ გა­მა­ჩე­როს (ასე გეს­მით თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი, არა­ვი­ძემ რომ კარ­გად იცო­და)... და ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ პა­სუხს. ის კი ვიცი, და ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­და­ნაც ვი­სა­უბ­რე წინა კვი­რა­ში, რომ ფილ­მი ჩა­წყო­ბით (!), უკონ­კურ­სოდ (!) და­ი­ფი­ნან­სა რე­ჟი­სორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­გან. და ახლა ჩა­წყო­ბებ­ზე აწყო­ბი­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მას უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. წუ­ლუ­კი­ა­ნის სტა­ტუსს მოჰ­ყვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მწერ­ლე­ბი­სა თუ სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სტა­ტუ­სე­ბი და ფილ­მის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა. ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლი, ფილმ "იარე, ლი­ზას“ სცე­ნა­რის ავ­ტო­რი: - პირ­ვე­ლი ტიტ­რი­დან ბოლო ტიტ­რამ­დე, მთე­ლი სი­უ­ჟე­ტით, ეს არის ან­ტი­რუ­სუ­ლი, ან­ტი­ო­კუ­პა­ცი­უ­რი ფილ­მი! ეს არის ფილ­მი იმა­ზე, რომ აფხა­ზე­თი, რო­მე­ლიც რუ­სეთს მიბ­მუ­ლი აქვს 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შენ­კენ შე­მო­ატ­რი­ა­ლო, და­ა­ნახ­ვო შენი ნამ­დვი­ლი სახე და სული. აჩ­ვე­ნო, რო­გორ ახოც­ვი­ნა რუ­სეთ­მა ერ­თმა­ნე­თი ორ ხალ­ხს, რომ ლიხ­ნის კრე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თი უდებ­და ტვინ­ში აფხა­ზებ­საც და ოსებ­საც ან­ტი­ქარ­თულ გან­წყო­ბას, რაც მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბით ომით და­აგ­ვირ­გვი­ნა. ეს ფილ­მი იმა­ზეა, რომ რუ­სე­ბის ტექ­ნი­კით შე­მო­დი­ო­და აფხა­ზი ჩვე­ნი სახ­ლე­ბის ასა­ოხ­რებ­ლად, მერე კი, ჩვენ რომ აგ­ვა­ოხ­რეს, აფხა­ზე­ბი აქ­ცი­ეს მო­ე­რე­ხა­რის­ხო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აფხა­ზეთ­ში. ეს არის ანი­მა­ცი­ა­ში: როცა ლე­ნი­ნის ძეგლი დაძ­რწის და იყუ­რე­ბა ომით დაბ­ნე­ლე­ბულ ფან­ჯრებ­ში; ეს არის გმი­რე­ბის სი­ტყვებ­ში, როცა ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სეთ­მა და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რომ რუსი შე­ე­სია ახალ­და­ბას აფხა­ზე­ბის სა­ხე­ლით და გაჟ­ლი­ტა იქა­უ­რე­ბი, რუ­სულ­მა ტექ­ნი­კამ ჩა­მარ­ხა გაგ­რის მი­წა­ში ასო­ბით ქარ­თვე­ლი. ეს არის ფილ­მი ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე, ჩვენს ერ­თად და­კარ­გულ სამ­შობ­ლო­ზე, რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე და ორი­ვე ხალ­ხის და­მარ­ცხე­ბა­ზე აფხა­ზეთ­ში. ამ ფილ­მით უნდა გა­ი­გოს მსოფ­ლი­ომ, რაც ვერ გა­ი­გო სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან: რომ ბუ­ჩამ­დე იყო გაგ­რა, სა­დაც რუ­სუ­ლი ია­რა­ღით გაგ­ვჟლი­ტეს და დაგ­ვა­კარ­გი­ნეს ქვე­ყა­ნა. კინო არის კულ­ტუ­რის სფე­რო. კი­ნოს თა­ვი­სი ენა აქვს იმის სათ­ქმე­ლად, რა­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან ამ­ბო­ბენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილ­მით: ანი­მა­ცი­ით, ტექ­სტით, სი­უ­ჟე­ტით... ტექ­სტი დღი­უ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­ნა­თხრო­ბის­გან შედ­გე­ბა. ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ჯა­რის­კა­ცე­ბი, დევ­ნი­ლე­ბი, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე აფხა­ზუ­რი მხრი­დან. ქარ­თულ დღი­უ­რებ­თან ერ­თად, აფხა­ზუ­რი დღი­უ­რე­ბიც არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ფილმში გაშ­ლი­ლია, ქარ­თვე­ლი რას გრძნობს და აფხა­ზი რას გრძნობს ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ. და­ვით ბუხ­რი­კი­ძე, კი­ნომ­ცოდ­ნე: - ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ფილმში ჩვე­ნი და­ნა­შა­უ­ლე­ბიც არის ნაჩ­ვე­ნე­ბი, ჩვენ­მა ჯარ­მა რაც გა­ა­კე­თა. ლა­პა­რა­კია ჩვენს პრობ­ლე­მებ­ზე, შეც­დო­მებ­ზე, კომ­პლექ­სებ­ზე... რო­გორც ქარ­თველ­თა, ასე­ვე აფხაზ­თა მხრი­დან, თა­ნაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც ჩვენ­მა მებ­რძო­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს, ასე­ვე - აფხა­ზებ­მაც. ორი­ვე წყა­როა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც აფხა­ზი პო­ე­ტის და მწერ­ლის, ასე­ვე, ქარ­თვე­ლი სცე­ნა­რის­ტის - ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლის... სი­უ­ჟე­ტი ასე­თია: ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ქა­ლია, რო­მე­ლიც 25 წლის წი­ნათ რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­და აფხა­ზე­თის ომში. ამ­ჟა­მად ის ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში იღებს ზარს აფხა­ზი მე­ომ­რის­გან. ეს ზარი მის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რის შემ­დეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სათ­ქმე­ლი მი­ი­ტა­ნოს აფხაზ მე­ომ­რამ­დე... იგი ყვე­ლა­ფერს მი­ა­ტო­ვებს - სახ­ლს, დე­დას, შვილს, ქმარს, ყო­ფილ საყ­ვა­რელს... მი­დის და მისი სვლა არის და­უ­ო­კე­ბე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ­გაზ­რდა რე­პორ­ტი­ო­რის გან­ცდებს აცო­ცხლებს. ლი­ზას როლს ეკა ტო­გო­ნი­ძე ას­რუ­ლებს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ნაჩ­ვე­ნე­ბია ის ახალ­გაზ­რდა ლი­ზაც, რო­მელ­საც შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს. ფილმში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დამ­დგმე­ლი მხატ­ვრის - გოგი მი­ქე­ლა­ძის როლი. - რამ გა­მო­იწ­ვია მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი? - ვფიქ­რობ იმან, რომ პირ­და­პირ გან­ვა­ცხა­დეთ, ჩვენც რა­ღა­ცა­ში რომ ვართ დამ­ნა­შა­ვე... უმე­ტე­სად ვსა­უბ­რობთ აფხა­ზე­ბის სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ზე, რომ­ლებ­მაც ახალ­და­ბა­ში გა­უ­გო­ნა­რი რამ ჩა­ი­დი­ნეს, 500 ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცეს, თა­ვე­ბი მო­აჭ­რეს და ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შეს... ბევ­რი თვლის, რომ სა­ნამ ჩვენ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ და რუ­სე­თი ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს, სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულ­ზე სა­უ­ბა­რი შეც­დო­მაა... ფილმში რუ­სეთ­ზე ტონი ცოტა შერ­ბი­ლე­ბუ­ლია. ნაკ­ლე­ბად არის აქ­ცენ­ტი რუ­სეთ­ზე გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, უფრო წინა პლან­ზე აფხა­ზურ-ქარ­თუ­ლი კონ­ფლიქ­ტია წა­მო­წე­უ­ლი, ვიდ­რე ის რომ რუ­სე­თი ინ­სპი­რა­ტო­რი იყო. წყარო: ამბები.ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100