Range Rover ყველაზე ძლიერ Evoque–ს ამზადებს
ერთ–ერთმა ყველაზე სასურველმა ავტომობილმა, ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა მიიღოს ყველაზე ძლიერი მოდიფიკაცია. Range Rover Evoque–ზე მიმდინარე სამუშაოები, უკვე დასასრულს უახლოვდება. კროსოვერი ორლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. სამუშაოებმა ავტომობილს საშუალება მისცა 237 ცხენის ძალიდან 300 ცხენის ძალამდე ასულიყო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, განახლებული მოდელი ძალიან მარტივად გაუმკლავდება დამატებით 63 ცხენის ძალას. ერთადერთი პრობლემა, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, შემდეგში მდგომარეობს: რა ბრენდის სახელის ქვეშ ჩაეშვება ახალი Evoque წარმოებაში. გამორიცხული არ არის, რომ ამ მოდელმა თავის წინამორბედებისგან, baby-Range–ისგან განსხვავებით, მიიღოს სტატუსი: Supercharged.
კომენტარი