სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 სექტემბერს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. მესტიაში წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. გორში იწვიმებს. +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100